Digest Logo

🎥 პოპულარობა ადრეულ ასაკში - რა გავლენას ახდენს მოზარდზე მუდმივი ყურადღება, მოწონებები და კომენტარები

1791450457
რუსუდან კილაძე

ადრეულ ასაკში პოპულარობას {იქნება ეს სკოლაში, სამოდელო სფეროში, სპორტში თუ სოციალურ ქსელებში} დრამატული და ორმხრივი გავლენა აქვს მოზარდის თვითშეფასებაზე. ერთი მხრივ, ის ზრდის თავდაჯერებულობას, თუმცა მეორე მხრივ, ხშირად ქმნის არასტაბილურ, გარე ფაქტორებზე დამოკიდებულ თვით აღქმას.

რა გავლენას ახდენს მოზარდზე მუდმივი ყურადღება, მოწონებები და კომენტარები - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოთერაპევტმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა:

„ემოციური რეგულაციის ჩამოყალიბება ხდება ბავშვობის ასაკში. როდესაც ბავშვის თვითშეფასება და შინაგანი საყრდენი მთლიანად დამოკიდებულია გარემოს შეფასებაზე, რა შთაბეჭდილებას, უკუკავშირს დაუბრუნებს მას გარემო, შინაგანი საყრდენის გამომუშავება უკვე აღარ ხდება და ეს ადამიანი რჩება გარემოს ანაბარა, რომელიც არასტაბილურია.

პოპულარობა მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, საზოგადოების შეფასება არ არის სტაბილური, დღეს შეიძლება ბავშვის ვიდეო გავარდეს და მოეწონოთ, მეორე წუთს კი უარყოფითი კომენტარები მიიღოს, ამ დროს ბავშვი კი არ ფიქრობს მე რა მომწონს, მე ვინ მინდა ვიყო, არამედ იმაზე იწყებს ფიქრს, ვინ უნდა საზოგადოებას მე ვიყო.

მნიშვნელოვანი მისთვის ის კი არ არის, თავად რას განიცდის, არამედ საზოგადოება რას განიცდის. 

5 წლის ბავშვს ძალიან ბევრი „მინდა“ აქვს, რაც შეიძლება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველიც იყოს, აქ არის პასუხისმგებელი მშობელი. ყველა ბავშვს უნდა, ხალხს უყვარდეს, ყურადღება მიიღოს, მაგრამ მშობელი უნდა აცნობიერებდეს რისკებს, რომ ბავშვი ამისთვის არ არის მზად“, - ამბობს რუსუდან კილაძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირშია კვება მხედველობასთან - როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა

🎥 როგორ დავიცვათ საკუთარი სახელი და რეპუტაცია ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციისგან?

⭕„მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა, ხელსაყრელია დასვენება“ - 8 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕