Digest Logo

🎥 „პოპულარულობის მიუხედავად მაინც ისე ვიქცევი, როგორც მინდა...“ - რას ამბობს თიკა ჯამბურია?

1731691388
მომღერალი თიკა ჯამბურია

მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარის გადაცემის, „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი მომღერალი თიკა ჯამბურია გახლდათ, სადაც კარიერასა და ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა:

„არასდროს თავში არ ამვარდნია პოპულარობა. იმიტომ რომ ამ ჩემ პოპულარობას ვიყენებდი იმიტომ რომ ხალხს ვუყვარვარ. ის კი არა რომ მე პოპულარული ვარ და ვიღაცაზე მეტი ვარ. ხალხს ვუყვარვარ და ამ სიყვარულით შემიძლია ისე მოვიქცე, რომ ვიღაცაზე უფრო წინ ვიყო. სულ შედარებითი იყო საზოგადოებაში ჩემზე, რომ ბავშვობაში ძალიან პოპულარული ვიყავი და ახლა აღარ ვარ. ძალიან კარგია ეგ, რადგან გაძლევს სტიმულს უკეთესი გააკეთო. რაღაც მომენტში მკიდია, რომ პოპულარული ვარ და მაინც ისე ვიქცევი როგორც მინდა. თუ ვერთობი ვერთობი, თუ ვტირი ვტირი.

კულინარია ძალიან მიყვარს. ჩემი თერაპიაა არის დამშვიდების, დასვენებისა და კარგად ყოფნის. სულ მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. შატალოზე დავდიოდი ჩემს დასთან, მიმქონდა პროდუქტები და დილიდან საჭმელს ვამზადებდი. სიმღერა რომ არა კულინარი ვიქნებოდი“, - ამბობს თიკა ჯამბურია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარგია, როცა იმდენად მაგარი ხარ, დაცემის შემდეგ დგები...“ - თიკა ჯამბურია

🎥 „პირველ დაბადების დღეს მამიკო დისტანციურად ულოცავს...“ - Geo Team-ი ზურიკო დავითაშვილისა და პატარა დათის კადრებს გვიზიარებს

🎥 როგორ მოახერხა ზაზა შენგელიამ 90-იან წლებში რეი ჩარლზის საქართველოში ჩამოყვანა და რომელია მისი რჩეული სამი სიმღერა?