საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.
სააღდგომო ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამავე თემაზე:
⭕ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე