Digest Logo

პროკურატურა შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე ბრალდებულის გირაოს სახით გათავისუფლების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

1707647317
პროკურატურა

პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.

პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ „გამარჯვების გზებზე გევლოთ“ - ტორონტოში წალენჯიხელმა ბიჭებმა ნიკოს სახელობის საფეხბურთო გუნდი FC NIKO შექმნეს

⭕„ჩემი ძმა მკვლელი არ არის, შევხვდებით სასამართლოში...იმ ღამეს ისე ცუდად გახდა, კლინიკაში მოხვდა“ - მზია ორველაშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

⭕ „მამაო პარაკლისს სკვერში ჩაატარებს თუ ეკლესიაში ეს არავის საქმე არ არის! ჩემი ორი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! თუ იქ მე ცრემლები არ წამომსვლოდა“ - რას წერს DJ გიგა პაპასკირი