Digest Logo

🎥 „ქალი რომ გარეთ გამოდის, ძალიან კარგად იცის რას რისთვის იცვამს...“ - როგორია მამა საბა ჭიკაიძის შეხედულება ეკლესიაში შარვლით შესულ ქალზე

1778863079
მამა საბა ჭიკაიძე

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.

ამჯერად იგი პოდკასტის „სანდრიკასთან“ სტუმარი იყო, სადაც ეკლესიაში შესულ ქალის ჩაცმის სტილზე ისაუბრა:

„შარვალი უკვე დიდი ხანია ქალის პრაქტიკული ტანის სამოსი გახდა, ამიტომ სულ ვამბობ, შარვალში და კაბაში კი არ არის საქმე, საქმე იმაშია, ქალს რამდენად გამომწვევად აცვია და რა მიზნით აცვია. ყველა ქალმა, ყოველთვის ძალიან კარგად იცის ეს. 

ქალი რომ სახლში იპრანჭება და გარეთ გამოდის, ძალიან კარგად იცის რას რისთვის იცვამს და რატომ აკეთებს. თუ ქალს გათვლა ის აქვს, მამაკაცის ვნებიანი ყურადღება მიიპყროს, მაშინ ეს ცუდია, არ აქვს მნიშვნელობა კაბა აცვია თუ შარვალი. შარვალიც შეიძლება ქალს ისეთი ეცვას, რაც ძალიან გამომწვევია, მოტკეცილი, ელასტიკი, მიგლეჯილ-მოგლეჯილი. 

მე მაგალითად ამ საკითხს ასე ვუყურებ: არ ვავიწროვებ ამას შარვლამდე.  ვამბობ, უბრალოდ ქალს არ უნდა ეცვას გამომწვევად“, - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ულამაზესი ქალბატონი, პატარა გოგოსავით გამოიყურები“ - როგორ აფასებენ თიკა ფაცაციას ახალ ფოტოებს

„შენს დღეს გაუმარჯოს, ნათელში გამყოფოს ღმერთმა“ - ლევან კობიაშვილი ლაშა ბასლანძეზე

💊ვიტამინი B12 და კიბო - რას ამბობს უახლესი კვლევები? - „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის პასუხისმგებელია დნმ-ის წარმოქმნაზე“