Digest Logo

ქარბუქი, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები და ზღვაზე შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1737113287
ამინდი უარესდება -

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს

⭕რატომ უნდა აიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? - ნაძვის ხის აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 3 რჩევა