ვინ უნდა გადაიხადოს ანგარიში პირველ პაემანზე? ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და დაკარგა თუ არა თანამედროვე სამყარომ ის რომანტიკა, რომელსაც უფროსი თაობა ასე აფასებდა? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრეს.
სტუმრებს შორის იყო ტანტრას სპეციალისტი ნინია ჯოხაძე:
„ქართველ მამაკაცთან ურთიერთობა განსხვავებულად იწყება - უფრო აქტიურად, ემოციურად, განვითარების ეტაპები თითქოს არ არის და ძალიან ახლოვდება ურთიერთობა.
უცხოელის შემთხვევაში შეიძლება უფრო პირადი საზღვრების დაცვა იყოს - ისინი თავიანთ სივრცეს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ეტაპობრივად ხდება ურთიერთობის განვითარება...“, - ამბობს ნინია ჯოხაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფინანსურ საკითხებსა და რესურსებს მშვიდად მიუდექი...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი