Digest Logo

ქართველების ორი ლელო და ორი გარდასახვა საფრანგეთის ჩემპიონატში

1713606635
რაგბირაგბი

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) 27-ე ტურის  მატჩები, რომელშიც ქართველმა მორაგბებმაც გამოჩინეს თავი.

„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „ბეზიეს“ უმასპინძლა და 27:7 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში ბექა შვანგირაძემ და ლაშა მჭედლიძემ დაიწყეს (ორივე შეცვალეს), შეცვლაზე კი მიხეილ ალანია და ლუკა ნიორაძე შევიდნენ, ამ უკანასკნელმა კი 66-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა და „ორიაკის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ნიორაძისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეორე ლელოა. ამ გამარჯვების შემდეგ „ორიაკმა“ 56 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕თიკა ჯამბურიას უახლესი ფოტოები - როგორ ატარებს დროს მომღერალი შვილთან და რჩეულთან ერთად

🎥 „ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო...“ - რას ჰყვება გიორგი წიტაიშვილი

⭕„მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“- რას წერს ნინო ნადირაძე

წყარო: 1tv.ge