Digest Logo

„ქართველებს გვაქვს ბრწყინვალე ლიტერატურული ძეგლი „ენით დაკოდილი“ - ამაზე დიდი უბედურება საქართველოში არ არსებობდა, როდესაც სიტყვით შეიძლებოდა, ადამიანი მოეკლათ“ - გიორგი კალანდია

1751114540
გიორგი კალანდია

„სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვის ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვაზე ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს“, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ საუბრისას.

მისი შეფასებით, საჭიროა, ეს ყველაფერი კანონით დარეგულირდეს.

„სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვის ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვაზე ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს. ქართველებს გვაქვს ბრწყინვალე ლიტერატურული ძეგლი „ენით დაკოდილი“ - ამაზე დიდი უბედურება საქართველოში არ არსებობდა, როდესაც სიტყვით შეიძლებოდა, ადამიანი მოეკლათ. ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონით დარეგულირებული და დარწმუნებული ვარ, თუ საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ძალიან სჭირდება ქვეყანას, ახლა გაჩნდა, ამ ყველაფერს დაარეგულირებს და მეტ-ნაკლებად მოაქცევს იმ კანონიერ ჩარჩოში, რომელიც საზოგადოებას სჭირდება უპირველეს ყოვლისა”, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.

აღნიშნულ თემაზე საზოგადოება „ქართულმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს”.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კეკე და დედის ხელი“ - გიორგი კეკელიძე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს

⭕„ყველაზე ბედნიერი, რაც კი ოდესმე ვყოფილვარ“ - გვანცა მაჭარაშვილი ქორწილის კადრებს გვიზიარებს

🎥 „მადლობა, რომ ჩემთან ერთად აღნიშნავთ გამარჯვებას“ - ილია თოფურია საჩემპიონო ბრძოლის წინ მხიარულ კადრებს აქვეყნებს