
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
29 ივნისს ლას-ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს თოფურიამ 70.3 კგ დააფიქსირა, ხოლო ოლივეირას წონა 70.08 კგ იყო. მაქსიმალური დასაშვები წონა 70.3 კგ-ია.
ილია თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს.
„მადლობა, რომ ჩემთან ერთად აღნიშნავთ გამარჯვებას“, – წერს ილია და მხიარულ კადრებს აქვეყნებს.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი, შარმიანი, ელეგანტური“ - სალომე ღვინიაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 მარიამ ელიეშვილის არაჩვეულებრივი შესრულება - „საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო“
⭕ნუცა ბუზალაძე საქმროსთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს