Digest Logo

ქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს

1741593149
ეოოვნული ნაკრები

გასული კვირის ბოლო წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარჯვებაში დაეხმარა.

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და „ჰაიდენჰაიმს“ სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ (1:1) მნიშვნელოვანი ფრე მოუტანა.

ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილმა „შტურმს“ მძიმე გამარჯვება (2:1) მოუპოვა „გრაცერის“ წინააღმდეგ, მან 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. კიტეიშვილი ამ მატჩში გუნდის კაპიტნის სამკლაურით თამაშობდა და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, „ფეროლთან“ (3:0) შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

კიდევ ერთმა ქართველმა ლა ლიგა 2-ში, გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ შემადგენლობაში გოლი გაუტანა „კარტახენას“. „ლევანტემ“ „კარტახენა“ 3:0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა.

საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძემ „ლიონს“ „ნიცასთან“ (2:0) გამარჯვებაში დაეხმარა, ის მოედანზე მატჩის ბოლოს გამოვიდა და შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ დამაჯერებელ გამარჯვებაში შეიტანა წვლილი „რენთან“ (4:1). ის მოედენზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და პარიზელთა შეტევები მნიშვნელოვნად გააძლიერა.

გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც „ვალენსიას“ კარს იცავს, 40-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, რასაც გოლი მოჰყვა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც მოუგო „ვალიადოლიდს“ (2:1). ზაფხულში მამარდაშვილი ინგლისურ „ლივერპულში“ გადავა.

20 და 23 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.