Digest Logo

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

1786948258
ქართველმა მოსწავლეებმა

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს - ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი - ამავე სკოლის მოსწავლემ, ვლადიმერ ფრანგიშვილმა, ხოლო ოლიმპიადის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ლიდერია გიორგი მანდარია, თანალიდერი - ბაქარ გამეზარდაშვილი, ხოლო ასისტენტი - თარაშ დოლაბერიძე.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობით და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მენტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა...“ - თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

⭕ ამერიკელი მსახიობი ჰეიდენ პანეტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა

⭕ „უბრუნდებით იმ მიტოვებულ ნავსადგურებს, სადაც გემები აღარ დადიან...“ - რას წერს ეზოტერიკოსი