
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ლიკვიდირებულია და დაშავებულები არ არიან.
ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზები და ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით
🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები