Digest Logo

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს

1780054674
ჩანჩქერი ჩანჩქერი

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძებრო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.