Digest Logo

„ქმარმა ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან, თავის კოლეგასთან მიღალატა“ - რას ჰყვება ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პირად ცხოვრებაზე

1760644871
ანა მიქაძე

„18 & 63. მე ლამაზი უკვე  ვიყავი, ახლა მშვენიერი ვარ. 10 ოქტომბერს დავიბადე, საბუთებში მიწერია 11, მილოცვებს კი  ვიღებ დღეიდან. აი, ასე“, - დაწერა სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც საზოგადოებამ ყველის ექსპერტად გაიცნო, მაგრამ მისი ცხოვრების გზა გაცილებით ფერადია, ვიდრე ერთი პროფესიული წოდება.

ფილოლოგი, ოპერატორი, მხატვარი, ბიზნესმენი - ყოველი ეტაპი მის ცხოვრებაში ახალი თავია, ახალი გამოცდა და ახალი გამარჯვება.

დღესაც ისეთივე ცნობისმოყვარეა, როგორიც მაშინ, როცა სამეგრელოში ცხოვრობდა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო. სირთულეებს არასდროს გაქცევია, მათთან ერთად გაიზარდა, იბრძოლა და საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. 

იგი პირად ცხოვრებაზე „სარკეს“ ესაუბრა:

„ეს კითხვა არასოდეს დაუსვამთ ჩემთვის, პირადზე არსად მისაუბრია. პირველად თქვენთან მოვყვები… აი, ასე უცებ შემიყვარდა ჩემზე 15 წლით უფროსი ადამიანი, რომელთანაც 12 წელი ვიცხოვრე… მოხდა რაღაც და გავშორდით…. თავის კოლეგასთან, ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან მიღალატა. ღალატი არ ვაპატიე, მაგრამ მეგობრებად დავრჩით და  ურთიერთპატივისცემა გვქონდა. ღალატის პატიება არც საქმეში შეიძლება და არც პირად ურთიერთობაში. ბიზნესშიც მქონია ღალატი და მთელი ქარ-ცეცხლი გამომივლია…“, - ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„რაც მეტად, ინტენსიურად, სიღრმისეულად განიცდი, რომ შენთან არის ღმერთი, მით მეტად გიყვარს ნებისმიერი ადამიანი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„უდიდესი ძალაა გიყვარდეს და შეგეძლოს პატიება - ეს არის ყველაზე მაღალი ვიბრაცია და წყალობა, რომელიც ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარება“ - ეზოტერიკოსი

„სუნთქვის დაკვირვება არ არის მხოლოდ მედიტაცია, ეს არის გზა გონების შესამოწმებლად, სად ხარ ახლა“ - „გონების კოდის“ ავტორი