Digest Logo

ქობულეთში ავარიას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

1770288042
ავარიაავარია

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: „აჭარის ტელევიზია“.