გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ში მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა, „ლევანტეში“ კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „მალაგასთან“ 4:2 მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ქოჩორაშვილი ვალენსიელების სასტარტო თერთმეტეულში იყო, 68 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასება, 7.7 ქულა მიიღო. პირველი ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა – ვალენსიელები ორჯერ რომერომ დააწინაურა, მათგან მეორე გოლი ქოჩორაშვილის გადაცემით გაიტანა. „მალაგამ“ პირველივე ნახევარში ლარუბიასა და ლორენცოს გოლებით წონასწორობა აღადგინა.
86-ე წუთზე კარლოს ალვარესმა „ლევანტე“ ისევ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90+5-ე წუთზე ალგობიამ დააფიქსირა.
15 ტურის შემდეგ „ლევანტემ“ 26 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, რაც გუნდს პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობას აძლევს.
გიორგი ქოჩორაშვილმა კი მიმდინარე სეზონში მესამე საგოლე გადაცემა შეასრულა, ამას გარდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ანგარიშზე სამი გოლია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეძახდნენ ანანოს, მიცნობენ როგორც ანანო და ამაზე ცოტა აგრესია მქონდა“ - რას ჰყვება მარიამ ჯოლოგუა
წყარო: 1tv.ge