Digest Logo

🎥 ქოჩორაშვილს კასტელიონში ოვაციებით შეხვდნენ - ვალენსიურ დერბიში „ლევანტე“ დამარცხდა

1729404396
გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ყოფილ კლუბს (სადაც ის იჯარით თამაშობდა), ასევე ვალენსიურ „კასტელიონს“ ესტუმრა და რეგიონულ დერბიში 0:2 დამარცხდა.

ლა ლიგა 2-ის მე-10 ტურის შეხვედრაში მასპინძელთა გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის მოედანზე გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ. გიორგიმ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78 წუთი ითამაშა.

გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ კი შინ „ტენერიფეს“ უმასპინძლა და უზუნისა (20, 33) და ბოიეს (80, 90+5) დუბლებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0. „ჯვაროსნების“ მცველი ვალენსიური კლუბის განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილში „ლევანტე“ 15 ქულით მე-9 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „გრანადა“ (16) ხუთეულში დაწინაურდა.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ და რა ასაკიდან გადავაჩვიოთ ბავშვები საფენის გამოყენებას?

ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა - „სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი“

🎥 „მიმზიდველი, მომხიბვლელი და მომაჯადოებელი გოგო ხარ“ - ნუცა თოფურია ახალ კადრებს გვიზიარებს

წყარო: 1tv.ge