Digest Logo

🎥 „ქრისტიანობას უკვე ბოლომდე აშარჟებენ... პირდაპირ გვეუბნებიან - „თქვენ, ქრისტიანები არარაობები ხართ“...მე მინახავს სხვა ოლიმპიადებიც, კულტურის ზეიმი იყო“ - მამა შალვა კეკელია

1722156318
შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებისას პარიზის წლევანდელ ოლიმპიადის გახსნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქრისტიანობას ბოლომდე დასცინიან და იესოს ებრძვიან. შალვა კეკელიამ აღნიშნა, რომ „ლგბტ“ თემის პროპაგანდა მსოფლიოში უკვე ძალიან გაძლიერდა.

„შეიშალა მსოფლიო, ქრისტიანობას ბოლომდე აშარჟებენ, გვეუბნებიან, დიახაც თქვენ არარაობები ხართ. მუსულმანს ეგრე მოექცე გადაგივლიან, როგორ შეიძლება?! ებრაელზე, რომ თქვა ანტისემისტი ხარ, მაგრამ ქრისტიანზე რომ თქვა ასეთი რამე, პრობლემა არ არის. საიდუმლო სერობა გააშარჟეს, ყველა იყო: ტრანსგენდერი, მამათმავალი, ყველა ყველა 12 დააყენეს და გვანახეს მოციქულებიც ეს არის. შენ რატომ იღებ ხმას - ქრისტიანი ხარ არ უნდა მოითმინო? 

წარმოიდგინეთ, ვიღაცა მართლმადიდებელს ეს მოსწონს, კულტურაა.

ქრისტე ამბობს ბიბლიაში - „ვინც მე მაღიარებს მეც ვაღიარებ მასო. ვინც მე არ მაღიარებს და არ დამიცავს მეც არ ვაღიარებ და არ დავიცავო“.

ტრანსგენდერს წააღებინეს ცეცხლი. საით მივდივართ ხომ ხვდებით? ეს ხომ შემთხვევითი არ არის, ევროვიზიაზე ვის გაამარჯვებინეს?! - არც კაცი იყო და არც ქალი. გვეუბნებიან, ჩვენ მოვდივართ.

ნახეთ რას ამბობს „ლგბტ“ დოქტრინა, „გეშინოდეს ჩემი ჰომოსაპიენსო“, „მე მოვდივარ“, „შენ ჩემი მონა გახდები“. ამისკენ მიდის ადამიანიც, ვითომ გამოსული ქართველები ამბობენ, ასეთი მაგარი ცხოვრებაში არ გვინახავს, დიახაც, არაფერი არ გინახავს! გემოვნება უკვე აღარა გაქვს და ეს ყველაფერი მიგაჩნია კულტურად. მე მინახავს სხვა ოლიმპიადებიც კულტურის ზეიმი იყო, თუნდაც იაპონიაში ჩატარებული.

მთელ საზოგადოებაში შევიდა ეშმაკი და მართავს ამ ყველაფერს, სხვა რა უნდა იყოს?!“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ოლიმპიადაზე პირდაპირ ნაჩვენები იყო საიდუმლო სერობის ანალოგი, ოღონდ ტრანსგენდერების შესრულებით, სხვისი შეურაცხყოფა ევროპული ფასეულობა ნამდვილად არ არის“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

⭕დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

⭕კათოლიკე ლიდერები ფრანგ ეპისკოპოსებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში უერთდებიან