Digest Logo

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც წყალი 14 საათით შეწყდება

1781729837
წყალი შეწყდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 17 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, გულუას ქუჩა N4-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, სამუშაოების 17 ივნისის საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 ივნისს, საღამოს 22:00 საათიდან 18 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში - გულუას, დავითაშვილის, ცოლიკაურის, ჟორდანიას, გორგასლის ქუჩებს ჩიხებით და შესახვევებით.

ისნის რაიონში - დოდაშვილის, წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსის და ჰორბრუკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ფეისბუკის საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შესაძლებელია ფულის და დოკუმენტების დაკარგვა, უსიამოვნებები მგზავრობისას“ - 18 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

შეასრულეთ ეს პრაქტიკა 7 საღამოს განმავლობაში და დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა, ფიქრები და მოვლენები

🎥 „კარგი ხარ, ლომო ✊🏻“ - ნახეთ, როგორ ვარჯიშობს ლაშა ბექაური