Digest Logo

🎥 „ტყუილად არ იქნება ჩემი გვარი ჩაწერილი...ქუთაისელი არ ნიშნავს, რომ...“ - ჩააბარა თუ არა ბუდუ ზივზივაძემ ქუთაისური QUIZ-ი?

1741114068
ბუდუ ზივზივაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი Geo Team-ის გვერდზე ბუდუ ზივზივაძის სახალისო ბლიც ინტერვიუს აქვეყნებს:

- რომელ საუკუნეში დაარსდა ქუთაისი?

ბუდუ ზივზივაძე: მეხუთე საუკუნეში. კარგი თავიდან დავიწყოთ, სწორად უნდა გავცე თორემ ამაზე მართლა გადამჯეგავენ.

- რომელ წელს დაარსდა „ბიკენტიას საქაბაბე“?

ბუდუ ზივზივაძე: არ მაქვს ბიკენტიას საქაბაბე ნაჭამი. მერე რა ქუთაისელი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ბიკენტიას საქაბაბეში უნდა გქონდეს ნაჭამი. ჩემი ლოგიკიდან გამომდინარე 2014 წელს.

- რამდენ საფეხურიანია ბალახვანის ცნობილი კიბე?

ბუდუ ზივზივაძე: ზოგს ასი ჰგონია მაგრამ 99-იანია.

- რომელ ქუთაისელს აქვს ყველაზე მეტი თამაში საქართველოს ნაკრებში?

ბუდუ ზივზივაძე: მე მაქვს 30 თამაში. დანარჩენს რამდენი აქვს არ ვიცი. ან მე ან მალხაზ ასათიანი. აქ ტყუილად არ იქნება ჩემი გვარი ჩაწერილი. ჩემ თავს ვიტყვი. გიფიქსირებ ძმა.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველა პასუხი სწორია...“ - რისი ქალაქია ქუთაისი ბუდუ ზივზივაძის აზრით?

🎥 „მეუღლეს არასდროს უთქვამს, ოჯახის რჩენას ვეღარ შევძლებო...“- გაიცანით 10 შვილის დედა, რომელიც მე-11 შვილს ელოდება

⭕🌗„მოერიდეთ იმიჯის შეცვლას, შესაძლოა შედეგით იმედგაცრუებული ან უკმაყოფილო დარჩეთ...“ - რა გავლენას მოახდენს ადამიანებზე რეტროგრადული ვენერა - რჩევები ქეთი ოდიშელისგან