Digest Logo

🎥 „მეუღლეს არასდროს უთქვამს, ოჯახის რჩენას ვეღარ შევძლებო...“- გაიცანით 10 შვილის დედა, რომელიც მე-11 შვილს ელოდება

1741098899
მარიამ არაბული

10 შვილის დედა, მარიამ არაბული, რომელიც მე-11 შვილს ელოდება, საკუთარ ამბავს გადაცემაში „იმედის დღე“ გვიყვება.

როგორც მარიამ არაბულმა აღნიშნა, იგი დედისერთაა, შესაბამისად დედმამიშვილური სითბო არ იცოდა რა იყო და ყოველთვის უნდოდა მრავალშვილიანი დედა ყოფილიყო:

„დედისერთა, რომ ვარ ის სითბო და სიყვარული მაკლია, რაც და-ძმებშია. ბავშვებიდან გამომდინარე მგონია, რომ უფროსები ჩემი დები არიან. არ მქონია იმის შიში, რომ ვაიმე ვერ გავზრდი. ვწვალობთ მეც და მეუღლეც, რომ ბავშვებს არაფერი მოაკლდეთ. ერთი ფრაზა მაქვს სულ გონებაში - „წინ იარე“. სულ ვფიქრობ გულში, რომ წინ უნდა ვიარო. არასოდეს ყოფილა ისე, რომ ჩემ მეუღლეს უკან დაუხევია და უთქვამს, რომ ოჯახის რჩენას ვეღარ შევძლებო. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი შვილი არ იყოს ვინმეზე ნაკლები. მეც არ ვიცი როგორ ვანაწილებ დროს, თუმცა ყოველთვის ვახერხებ, რომ ყურადღება მივაქციო ყველას“, - ჰყვება მარიამ არაბული.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🌗„მოერიდეთ იმიჯის შეცვლას, შესაძლოა შედეგით იმედგაცრუებული ან უკმაყოფილო დარჩეთ...“ - რა გავლენას მოახდენს ადამიანებზე რეტროგრადული ვენერა - რჩევები ქეთი ოდიშელისგან

🎥 „ქართველები ძალიან უყვართ და პატივს გვცემენ...“ - გაიცანით 16 წლის გოგო, რომელიც ყაზახეთის „ვოისის” შემდეგ ბაქოს „ვოისის” ნახევარფინალშია

🎥 ავტოავარიის შედეგად დაკარგული ფეხი და წლების შემდეგ ახდენილი ოცნება - მაიკო ებრალიძის ისტორია