
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ექთნის მეგი კუპრაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს თანაუგრძნობს:
„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კლინიკის ექთანი, მეგი კუპრაშვილი.
მისი პროფესიონალიზმი, თავდადება და ადამიანური სითბო წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს გულებში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენი კლინიკის მთელ გუნდს“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედამიწაზე საუკეთესო ქმრის და მამიკოს დაბადების დღეა დღეს“ - რუსა ჩაჩუა მეუღლეს იუბილეს ულოცავს
⭕არის თუ არა ნორმალური, აზრთა სხვაობის გამო მეგობრების დაკარგვა? - რას პასუხობს რუსკა ქარქაშაძე