Digest Logo

არის თუ არა ნორმალური, აზრთა სხვაობის გამო მეგობრების დაკარგვა? - რას პასუხობს რუსკა ქარქაშაძე

30 მაისი 17:05
 რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა.

შემდეგ კი, უამრავი პროექტში თუ სატელევიზიო შოუებში იღებდა და იღებს მონაწილეობას.

22 წლის რუსკას ჰყავს მეუღლე ლაშა მოწონელიძე, რომელიც ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს. წყვილს ჰყავს ერთი შვილი ზუკა, რომელიც 1 წლის რამდენიმე თვის წინ გახდა

რუსკა ამჯერად youtube გადაცემაში განსხვავებული აზრი იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ერთ-ერთი იყო არის თუ არა ნორმალური აზრთა სხვაობის გამო მეგობრების დაკარგვა: 

„ადამიანები ამიტომ ვართ საინტერესოები, რომ გვქონდეს განსხვავებული აზრი და ეს აუცილებელიც არის. არ ვთვლი, რომ განსხვავებული აზრის ქონა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ არ ვიმეგობროთ.

ბევრი ადამიანი მყავს გარშემო, რომელსაც ჩემგან განსხვავებული აზრი აქვს, ნებისმიერი საკითხთან დაკავშირებით. თუმცა მგონია, რომ ის ღირებულებები რამაც მეგობრობამდე მიგიყვანა თუ გაქვთ ერთი, ეს განსხვავებული აზრები არ უნდა იყოს საწინდარი იმისა, რომ დაიშალოთ“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მათ ხელში მატერიალური ნივთები ადვილად ზიანდება, უჭირთ ფულის შენახვა...“ - პირველი ჩაკრის მუშაობის დარღვევის ნიშნები

⭕კიბოს გამომწვევი 7 საკვები რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ! - კოტე თოდუას გაფრთხილება!

⭕„უკვე 10 თვის ხარ... ძალიან გვიყვარხარ“ - ილია თოფურიას მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს