ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას infoimereti აქვეყნებს.
„პაციენტის მდგომარეობა ამგვარად ფასდებოდა: მძიმე დესატურირებული ჰიპოქსიურ ენეფალოპათიაში მყოფი. ნაცდელი იქნა უცხო სხეულის ამოღება ტრაქეადან ბრონქოსკოპის საშუალებით, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რასაც ძვლის სანათურში მდებარეობა იწვევდა. გადაწყვეტილი იქნა უცხო სხეულის მოცილება ინვაზიური მეთოდით. ტრაქეიდან მიდგომით, ოპერაციული გზით ამოღებული იქნა აღნიშნული ძვალი.
აღნიშნული მანიპულაციის შემდგომ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია“, – ამბობს „კლინიკა ბომონდის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ტარიელ კუხიანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„შეიძლება წელს ჯეკპოტიც კი მოხსნათ“ - 2023 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი ახალი წლის ღამეს - ფოტოები
წყარო: infoimereti.ge