ქუთაისში, პარფიუმერიის მაღაზია „ისი-პარი“ გატეხეს. ადგილზე მისულ თანამშრომლებს მაღაზიის მინები ჩამსხვრეული დახვდათ.
მათი თქმით, მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს, ვინაიდან სალაროში თანხა დატოვებული არ ჰქონდათ.
„წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა 3 ლარამდე, რადგან სალაროში არ იყო ფული, მხოლოდ იყო 3 ლარი. დანარჩენი აღებული არაფერი არ არის. პოლიციამ ამოიღო კამერის ჩანაწერები. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“, - ამბობს „ისი-პარის“ მენეჯერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დღეს შემოდგომის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ
🎥 რომელი ასაკიდან ითვლება ბავშვის მეტყველება დაგვიანებულად? - თერაპევტის განმარტება
წყარო: www.kutaisipost.ge