სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ჭყონია ფეისბუკზე შოკის მომგვრელ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვან ბავშვზე.
აღნიშნული კადრები საბავშვო ბაღ „აკუნა-მატატაშია“ გადაღებული.
„ასე მაინც გამოხვალთ კომუნიკაციაზე. ცოტა ხნით ლამაზი ფოტოების ატვირთვას შეაჩერებთ.
სიხარულით რომ მიდის ბავშვი ბაღში. მაგრამ ორ დღეში წუწუნს იწყებს არ მინდაო. ფიქრობ ადაპტაციის ამბავია და სტიმულს აძლევ მაინც იარეო, ერთ-ერთ დღეს რომ გეტყვის ხელზე მაგრად მომქაჩა და მიყვირა შემობრუნდიო ეჭვები დაგეწყება, მაგრამ მაინც ვერ იფიქრებ ისეთს რამეს, ბავშვმა გააზვიადა ალბათო იტყვი.
სხვა დღეს, როცა გეტყვის მიყვირა ცუდი და უზრდელი ბავშვი ხარო, ხმამაღლაო და მატირაო უკვე გადამოწმებას გადაწყვეტ და მენეჯერს კამერის გადახვევას სთხოვ და ასე შემთხვევით შეიძლება ლაივში მსგავსი ფაქტს წაესწრო !!
ბულინგი, დაშინება და ძალადობა „ძიძის” მიერ 3-4 წლის ბავშვებზე. მუშტით დაშინება, ძალით ბავშვის „გადათრევა” !!!!! ეს მხოლოდ ის, რასაც პირადად შევესწარი.
დირექცია? მენეჯერი ურეკავს ამ ბავშვის მშობელს და ეუბნება ჭყონიას მშობელმა ემოციურად აღიქვა და აზვიადებსო. ხუმრობით ალბათ, არ ვიცი სხვა ჯგუფებში რა ხდება, მაგრამ აქ არ არის კარგი ამბავი!
ამოიღეთ ვიდეო ჩანაწერები გახსნიდან დღემდე ეს არ იქნება ერთადერთი ფაქტი!
ზემოთ თქმულის მიუხედავად „მესიჯებით” სხვა კონტექსტით გვწერს ერთ-ერთი მენეჯერი, არ დავსქრინავ ქალბატონო ნუ გეშინიათ - მეთქი, მაგრამ მინიმუმ ზარზე მიპასუხო უნდა.
თავის და რეპუტაციის დაცვა მესმის, მაგრამ დაჩაგვრის დამალვა და მჩაგვრელის გამართლება მიუღებელია!!!!!!
ეს და ასეთი “ძიძა” მიუღებელია! წარმატებები აბა!“, - წერს გიორგი ჭყონია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დღეს შემოდგომის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ
🎥 რომელი ასაკიდან ითვლება ბავშვის მეტყველება დაგვიანებულად? - თერაპევტის განმარტება
„გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი“ - საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს