ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც გულისცემა აღარ აღენიშნებოდა და პულსი არ ჰქონდა, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუკგვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.
„გამოძახების ადგილი ქუჩა, გაზგასამართი სადგური.
ქუთაისში, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და მე-16 წუთზე გულისცემა და სუნთქვა აღდგა.
პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებითა და სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.
აღსანიშნავია ის ამბავიც რომ დღეისათვის პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - როგორ ულოცავს ანუკი არეშიძე კახა კალაძეს იუბილეს