Digest Logo

რა არის მარხვა? - მამა გაბრიელის პასუხი

1711287615
სალოსი მამა გაბრიელი

ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:

– მარხვა რა არის?

ახლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.

მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:

– აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს..“

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბექაური და თუშიშვილი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ

ოზურგეთში 40 წლამდე კაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

რატომაა საბედისწერო ბოშა ქალის ნაწინასწარმეტყველები და რა გავლენას ახდენს „ქუჩაში გამოჭერილ კლიენტზე“ ბოშების სიტყვა და მზერა