გადაცემაში „ცა მიწიდან იწყება“ - საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი განმარტავს რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან:
„რაც შეეხება სუროგაციას, მე ვფიქრობ, რომ ამისგან ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს. შვილი დედის სხეულით იკვებება. ჯერ მის წიაღში და რომ გამოდის, პირდაპირ მყარ საჭმელს ხომ ვერ ჭამს? რძეს რომ ჭამს, ეს დედის სხეულია. ლაქტაცია ეწყება არა იმ ბიოლოგიურ დედას, რომლისგანაც უჯრედი აიღეს, არამედ ეწყება იმას, სადაც იყო.
რაც შეეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, აქ უკვე დადგენილი ზღვრებია. როდესაც შესაძლოა, ისეთი დაავადება იყოს ერთი ან მეორე მხრივ, რომ შვილის გაჩენა მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით იყოს შესაძლებელი.
ამიტომ, რაღაცა დაშვება შეიძლება, ეკლესიამ გააკეთოს. ყველა შემთხვევაში, ეკლესიასთან კონსულტაციით, თუ ადამიანები ეკლესიურები არიან.
არსებობს სასწაულმოქმედი ხატები, არსებობს სასწაულები, რომლებიც მომხდარა აღსარებისა და ზიარების შემდგომ.
ამიტომ, ვინც არ არის ეკლესიური, ჯერ იქნებ, ეს მეთოდი ეცადათ“, - ამბობს კახაბერ გოგოტიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკვე დათესილი სურვილები ფორმას იღებს, პროცესები ჩქარდება...“ - 24 მარტის ნუმეროლოგიური პროგნოზი