Digest Logo

🎥 „აჭარული უყვარდა ძალიან, სულ მაცეკვებდა, არ ვიცოდი ცეკვა კარგად, მაგრამ რამე ილეთი თუ ვიცოდი ყველაფერს ვაკეთებდი...“ - გელა დონაძის მოგონებები პატრიარქზე

1774345819
 გელა დონაძ

22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს.

მომღერალი გელა დონაძე გადაცემაში „შუადღე“ იმყოფებოდა, სადაც პატრიარქთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენა: 

„ბოლოს, დაბადების დღეზე, როდესაც მგალობლები ვიყავით, ძალიან უყვარდა ეს სიმღერა და გვთხოვა, „ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავო“ იმღერეთო. 

აჭარული უყვარდა ძალიან, სულ მე მაცეკვებდა, არ ვიცოდი ეს ცეკვა კარგად, მაგრამ მეტყოდა, გელა, გადმოხტი და რამე ილეთი თუ ვიცოდი ყველაფერს ვაკეთებდი“, - ამბობს გელა დონაძე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველგან არიან და ძირითადად ეტანებიან ისეთ ადგილებს (ადამიანებს), სადაც დიდი ნეგატიური ენერგიაა კონცენტრირებული“ - რა გავაკეთოთ, როგორ მოვიშოროთ ან ავიცილოთ თავიდან ენერგეტიკული გარღვევები?

„ბარაქიანი დღეა! მთვარე შენს ფინანსურ ზონაშია, კარგი დროა შესყიდვებისთვის...“ - 24 მარტის კოსმოსური ამბები

„საქართველოში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, ისევ აცივდება...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან