Digest Logo

🎥 რა ფუნქცია აკისრია კალიუმს ჩვენს ორგანიზმში - აუცილებელი ინფორმაცია, რაც აღნიშნულ მინერალზე უნდა იცოდეთ!

1718263891
იმედის დღე

საერთო სისუსტე, გონების დაბინდვა, გულის კუნთის რიტმის დარღვევა, კუნთების სპაზმი, ამ მწვავე სიმპტომებს ხშირად ორგანიზმში კალიუმის დეფიციტი იწვევს. ერთი შეხედვით, კალიუმი თითქოს ყველასთვის კარგად ნაცნობი მინერალია, თუმცა ცოტამ თუ იცის მას რა ფუნქცია აქვს ორგანიზმში. 

ექიმებს კალიუმის დეფიციტზე ეჭვი მას შემდეგ უჩნდებათ, როდესაც პაციენტს განსაკუთრებით აწუხებს ქვედა კიდურების სპაზმი, კუნთების სპაზმი და არითმია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, კალიუმის სწორი მიღებით თითქმის 20%-ით მცირდება საერთო სიკვდილიანობის რისკი, რადგან კალიუმის მწვავე დეფიციტმა შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვიოს. 

როგორ მივხვდეთ, თუ ორგანიზმს კალიუმი აკლია და რომელი პროდუქტი გამოირჩევა მისი მაღალი შემცველობით?  

ცილებთან, ცხიმებთან, ნახშირწყლებთან, ვიტამინებთან ერთად, ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის უდიდესი როლი აკისრია მინერალებს, რომელიც ორგანიზმში საკვებისა და წყლის მეშვეობით ხვდება. 

კალიუმი ნივთიერებათა ცვლის პროცესშიც შედის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვულ-კუნთოვანი იმპულსის გატარებაში. 

შესაბამისად, პირველ რიგში თუ გაწუხებთ გულის არითმია ან კუნთების ტკივილი, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს კალიუმის ნაკლებობა აქვს. 

თუ გაქვთ კალიუმის ნაკლებობა, უნდა მიიღოთ ხილი და ბოსტნეული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„შეგიძლიათ ფული გასცეთ, იმ განცდით, რომ ემშვიდობებით ყველანაირ ფინანსურ პრობლემას“ - 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 კვება დიაბეტის დროს - რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად

ქრისტინე იმედაძე და ნინი ბადურაშვილი ერთად გამოჩნდნენ - „უსაყვარლესები ხართ“