„ფერიცვალების სამრევლოს“ ოფიციალურ იუთუბ არხზე სასულიერო პირს ქრისტიან გოგომ დაუსვა შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ ხელს მუსლიმანი სთხოვდა და მასთან დაოჯახებას გადაწყვეტდა.
როგორც მოძღვარი ამბობს, ასეთ სიტუაციაში ეკლესია წყვილს ჯვარს არ დაწერს.
„არამცთუ მუსულმანი, არამედ ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი, გინდაც ქრისტიანი, მაგრამ არამართმადიდებელი, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჯვარი დავწეროთ, ანუ ქორწინების საიდუმლოებაში მონაწილეობდეს.
მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს ამას. მორწმუნე ადამიანი ურწმუნეზე საერთოდ არ უნდა დაქორწინდეს. ვიღაცისთვის ღმერთი ფულია, სილამაზეა, მუცელია და შენთვის ქრისტეა ღმერთი, მაშინ როგორ მორიგდებით? სხვადასხვა მისწრაფება გაქვთ.
ადამიანი ვისაც უნდა იმას გაჰყვება, ღმერთი არ ერევა ჩვენს არჩევანში, მაგრამ სახარების ეს სიტყვები არ უნდა დაგვავიწყდეს, სხვა უფრო მეტად თუ დააყენეთ წინ, მაშინ არ ხართ უფლის ღირსი“, - ამბობს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რატომაა ჩვენი ხელები „გადაშლილი წიგნი“ და რის ამოკითხვა შეიძლება ცერა თითზე
⭕„კეთილი იყოს შენი მობრძანება🌸“ - მაკო ყაველაშვილის ოჯახი ახალდაბადებულ შვილს გრანდიოზულად დახვდა
⭕„შენ ხარ ჩემი შთაგონება, ძალა და სინათლე!“ - კარლო პონტი მარიამ შარმანაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის