ნინო ასათიანი ტრანსფორმაციული ქოუჩია, რომლის მიმართულებაც ციფრების ფსიქოლოგიის ახალი სწავლებაა.
იგი „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ციფრების ფსიქოლოგიაზე ვრცლად ისაუბრა. გარდა ამისა, მან ის ძირითადი მისიები განმარტა, რისთვისაც ამ სამყაროში მოვედით.
თუ გაინტერესებთ, რა არის ჩვენი ცნობიერის ციფრი და პიროვნების რამდენი ტიპი არსებობს, იხილეთ ინტერვიუ👇
„ჩემს ცხოვრებაში ციფრები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჩემი ცნობიერება არ იყო მზად იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამეცნობიერებინა, აღმექვა და გამომეყენებინა. მქონდა დიდი პროტესტი, ჩემი ცხოვრებისეული მიმართულება იყო ბიზნესს განათლება. შორს ვიყავი მსგავსი თემებისგან და მეგონა, ეს იყო ეზოტერული, არაფრის მომცემი.
დავიწყე დაკვირვება, მივხვდი, რომ ადამიანი 100% მოქმედებს დაბადების თარიღში ჩადებული ქვეცნობიერის პროგრამის მიხედვით. ვაკვირდებოდი როგორ იქცეოდნენ, რა სურდათ, როგორ საუბრობდნენ. ყველაფერში ჩანს ადამიანის ენერგია, ციფრები კი არის ამის აბრევიატურა.
ჩვენს ცნობიერებას ვივითარებთ, როცა კონკრეტული კრიზისია, უკეთეს შემთხვევაში მაშინ, როცა მივდივართ და ვსწავლობთ. მოხდა კრიზისი ჩემს ცხოვრებაში და მითხრა დეიდაჩემმა, ახლა გაქვს მეექვსე წელიო, ახლა აუცილებლად უნდა წახვიდე და ისწავლო, რომ მომდევნო წელი იყოს პოზიტიური ტრანსფორმაციის.
ჩემი მისიაა ინფორმაციის გადაცემა. ყველა მისიაში რაც არის სრული დაბადების თარიღის ჯამი, ჩადებულია ჩვენი დანიშნულება, რისთვის დავიბადეთ და რა უნდა ვაკეთოთ. თუ ამას არ ვაკეთებთ, ენერგიის დონე დაბალია და ვცხოვრობთ მორალში, ძირითადად ვერ ვაღწევთ ბედნიერებას.
როდესაც ზუსტად იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, თავისით მოდის შესაძლებლობებიც, ადამიანებიც, ენერგიის დონე იწევა. ჩვენ ვიცვლებით ყოველ წელს, რადგან 9-წლიანი ციკლი გვაქვს. ყოველი წელი არის კონკრეტული სტრატეგიის მატარებელი. თუ იცვლება ჩვენი ცნობიერება, იცვლება ჩვენი დამოკიდებულებაც სიტუაციების მიმართ.
დაბადების თარიღში ჩადებული ციფრები ჩვენი კომპეტენციებია. თემაა, რომ ვმართოთ ჩვენი ფიქრები და ემოციები.ყველა ტანჯვა, რაც ადამიანს აქვს, მოდის ჩვენი ფიქრებიდან, გონებიდან და სულიდან.
პირველი რაც ადამიანმა უნდა გაიგოს, არის ცნობიერის ციფრი. არსებობს პიროვნების 9 ტიპი, მაგალითად: 1, 10, 19, 18 რიცხვებში ვინც დაიბადა არიან ცნობიერის ტიპი 1. ამ ენერგიას ჰქვია სტრატეგი. ეს ადამიანები თუ მართვაში, მენეჯმენტში არიან ჩართული, ენერგიას იმატებენ, ავლენენ სტრატეგიულ აზროვნებას. ამ ადამიანების პოტენციალი არის სტრატეგიული აზროვნება. ილონ მასკი, ბილ გეიტსი არიან ცნობიერი ციფრი 1, მათში ჩადებულია ასეთი აზროვნება და შეუძლიათ დიდი სურათი დაინახონ, შეკრან გუნდი, წაიყვანონ ადამიანები, არიან ოპტიმისტები, სჯერათ, რომ მომავალი არის ნათელი.
ყველაზე მეტად იტანჯებიან ერთიანები, იმისთვის, რომ პროგრამაში გამოვიდნენ, საკუთარ ეგოზე უნდა თქვან უარი და წავიდნენ ხალხის მსახურებაში.
2, 11, 20, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანები - მათი ეგოს ვექტორი მიმართულია სიტუაციების და ადამიანების გაგებისკენ. მეხსიერების ასპექტში არიან დაბადებულები და მთელი სხეულით. როდესაც ორიანს ვესაუბრებით, ყოველთვის ვიცით, რომ ჩვენი სიტყვების 10% ესმის და 90%-ს გრძნობს. ძალიან ემპათიური აზროვნება აქვთ, 100% ინტუიცია აქვთ. არიან ყველაზე მაგარი შემსრულებლები.
უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, ფიქრობენ 3 დღე, გარდა 11 რიცხვში დაბადებული ადამიანებისა.
3 არის პრემიერ-მინისტრი: 3, 12, 21 და 30-ში დაბადებული ადამიანები არიან ანალიტიკოსები, ცოდნის გურუები, ადამიანები, რომლებიც თეორიულ ცოდნას ეყრდნობიან. უჭირთ მოქმედება, რადგან ბევრს ფიქრობენ. არიან მზრუნველები. დაიბადა იმისთვის, რომ იპოვოს 6-იანი და გაანადგუროს. საკუთარ თავს ყველაზე მეტ შეზღუდვას უწესებენ.
ენერგია 4 არის : 4, 13, 22, 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები. არიან კრეატიულები, მათი ენერგიის 97% არის თავში. ძალიან უჭირთ რაღაცით დაკმაყოფილდნენ, ამიტომ სულ რაღაცისკენ მიისწრაფვიან, ხშირად ალკოჰოლისკენ. სხეულით ყველაზე ძლიერები არიან. არიან რევოლუციონერები, იბრძვიან სისტემის წინააღმდეგ.
ენერგია 5 არის: 5, 14, 23 რიცხვში დაბადებულები. ლოგიკური აზროვნება აქვთ, უნდათ ყველაფერი იყოს სწორად. იმდენად სწორი აზროვნება აქვთ, არიან ცივები და ხისტად მოქმედებენ. მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისთვის. ტრამპი მაგალითად არის 5 ენერგია. 33 წლამდე ძალიან უმართლებთ, არიან სენსიტიურები.
ენერგია 6 არის: 6, 15, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები. ყველაზე მეტად შემოქმედს უყვარს 6-იანები და დააჯილდოვა ორი ენერგიით. ქვემოდა-ზემოთ მიედინება სექსუალური ენერგია, ზემოდან-ქვემოთ სიბრძნის ენერგია. მშვიდ პოზიციაში ყველაზე ბრძენი ხალხია. დაბადებულები არიან იმისთვის, რომ ცხოვრებით „იკაიფონ“. სადაც არის „ლაქშერი“, იქ არის 6-იანი.
ენერგია 7: 7, 16, 25 რიცხვში დაბადებული. მოსულია სხვა განზომილებიდან, მთელი ენერგია პირველ ჩაკრაში აქვთ. ინტუიციური აზროვნება აქვთ, არ აქვთ ოქროს შუალედი, თავს დაიწვავენ და აღდგებიან. მოსულია იმისთვის, რომ შექმნას კრიზისი, ადამიანი მიიყვანოს ტრანსფორმაციამდე. არიან გენიალური ადამიანები. პუტინი არის ამ ენერგიის მატარებელი.
ენერგია 8: რეალისტი, პრაქტიკული აზროვნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი და მატერიალურ სამყაროზე კონტროლი. თუ ის არ შრომობს და არის მინუსში, იწყებს ღმერთზე საუბარს და მიდის მარტო, მონასტერში, განდეგილად. იციან როგორ მიაღწიონ შედეგს, არ აქვთ ჩადებული ბევრი ემოციურობა.
ენერგია 9: 9, 18, 27 რიცხვში დაბადებულები არიან ტაქტიკოსები. არიან ზე-ემოციურები, რასაც ვერ ავლენს და საკუთარ თავში ინახავს“, - ამბობს ნინო ასათიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თითოეული დღე შეესაბამება თითო თვეს... პირველი 12 დღის საიდუმლო“ - როგორ დავაპროგრამოთ 2026 წელი?
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება