Digest Logo

„რა შედეგს მოიტანს, ის რაც ბასიანთან მოხდა ორი დღის წინ ?!რისი გაკეთება უნდოდა ამით ამ მამაოს? - გამოვიდა როგორც კლუბის კონცეფციის წინააღმდეგ? თუ კონკრეტულად ამ კლუბის?“ - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

1707684310
ზურა სიხარულიძე

9 თებერვალს, კლუბ „ბასიანთან“ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად პარაკლისი გადაიხადეს.

პარაკლისი, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონას გარდაცვალებას უკავშირდებოდა, რომელიც 28 იანვრის ღამით შეუძლოდ გახდა. იგი, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ცნობით, იგი კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცნობილი ექიმი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ეხმაურება და პარაკლისის გადახდის იდეის ავტორებს მიმართავს კითხვებით, მათ შორის აინტერესებს - „რისი გაკეთება უნდოდა ამით ამ მამაოს?“

„რამდენიმე დღეა ვაპირებ დავწერო ეს სტატუსი, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც, ვფიქრობ, რომ ჯობია გავამხილო ეს საკითხი.

რა შედეგს მოიტანს, ის რაც ბასიანთან მოხდა ორი დღის წინ?!

ყველას აქვს უფლება აკეთოს, ის რაც მას სურს და როგორც სხვას აქვს შეკრების უფლება, ასევე ამ ხალხსაც, თუ ისინი სხვის უფლებებს არ დაარღვევენ.

- ისმის კითხვა, რისი გაკეთება უნდოდა ამით ამ მამაოს?

- გამოვიდა როგორც კლუბის კონცეფციის წინააღმდეგ? თუ კონკრეტულად ამ კლუბის?

- კლუბის დახურვით ეს პრობლემა მოგვარდება?

- ეს პრევენციული ღონისძიება იყო, რომ არ მოიხმარონ ნარკოტიკი?

და თუ მოიხმარენ რა გავაკეთოთ?

და ვინც მოიხმარს რა ვუშველოთ?

რა შეუძლია ეკლესიას?

- ქმედითი ნაბიჯები მაინტერესებს კონკრეტული გეგმა, ეკლესია რას სთავაზობს ადამიანებს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს?

- რით შეუძლია ეკლესიას დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს პრობლემა მეტ ნაკლებად მოგვარდეს?!

ოღონდ სტანდარტული ტექსტები, „ლოცვა და რწმენა გადაგვარჩენს” ეს არ მაკმაყოფილებს ნამდვილად!

ამ კითხვებზე მინდა კონკრეტული პასუხები და კონკრეტული ქმედებები!

სხვა შემთხვევაში ეს შეკრება რისი მომტანი იყო?!“,- წერს ნარკოლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ „გამარჯვების გზებზე გევლოთ“ - ტორონტოში წალენჯიხელმა ბიჭებმა ნიკოს სახელობის საფეხბურთო გუნდი FC NIKO შექმნეს

⭕„ჩემი ძმა მკვლელი არ არის, შევხვდებით სასამართლოში...იმ ღამეს ისე ცუდად გახდა, კლინიკაში მოხვდა“ - მზია ორველაშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

⭕ „მამაო პარაკლისს სკვერში ჩაატარებს თუ ეკლესიაში ეს არავის საქმე არ არის! ჩემი ორი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! თუ იქ მე ცრემლები არ წამომსვლოდა“ - რას წერს DJ გიგა პაპასკირი