Digest Logo

🎥 რა შეიძლება გამოიწვიოს „მუნჯაროს“ ან „ოზემპიკის“ უკონტროლოდ მიღებამ? - ენდოკრინოლოგის განმარტება

1795771305
თამარ შერვაშიძე

მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.

რა შეიძლება გამოიწვიოს „მუნჯაროს“, „ოზემპიკის“ და მსგავსი პრეპარატების უკონტროლოდ მიღებამ? - აღნიშნულ თემაზე „კოტკასტში“ დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ შერვაშიძე საუბრობს:

„ეს ნივთიერებები არის შექმნილი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ეს არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებოდა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მაგრამ მათი თვისება, რომ დააქვეითონ მადა, გამოყენებული იქნა სიმსუქნის სამკურნალოდ.

ეს ნივთიერებები არის სინთეზური ანალოგი ჩვენი საკუთარი ნაწლავური ჰორმონისა GLP1, რომელიც გამომუშავდება ჩვენი ნაწლავის კედელში არსებული უჯრედების მიერ, მაგრამ ისინი ძალიან სწრაფად იშლება განსხვავებით ამ მედიკამენტისგან. ეს მედიკამენტი სწორედ იმ რეცეპტორებზე მოქმედებს, რაზედაც ჩვენი საკუთარი ენტეროჰორმონები, მაგრამ უფრო მდგრადი არიან და არ იშლებიან ნაწლავური ფერმენტების მიერ. სწორედ ამიტომ, მათი მოქმედებით პირველ რიგში ის, რომ ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე აქვეითებს მადას, დანაყრებას, ზრდის კუჭიდან საკვების გადაადგილებას ანელებს და ასევე ნაწლავის მოტორიკასაც ანელებს, ეს ყველაფერი პაციენტს აძლევს სისავსის შეგრძნებას, ნაკლებად შია, თუმცა ყველასთან ინდივიდუალურია და ერთი და იმავენაირად არ მიმდინარეობს პირველი ინექციის შემდგომი კვირა.

ხშირად არის როდესაც პაციენტი რეკავს და ამბობს, რომ აი, ისევ მშია. მოლოდინია, რომ საერთოდ არ უნდა შიოდეს. ზოგს საერთოდ არ შია და ეს მეორე უკიდურესობაა. კალორიულ დეფიციტშია პაციენტი და თან მშვიდდება, სულ ეს საკვებზე ფიქრი აღარ აქვს.

ჯერჯერობით მაინც ახალი პრეპარატია, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს შვებაა, თუნდაც ნერვული სისტემის მხრივ, რადგან მათ არაერთხელ აქვთ ნაცადი ეს წონაში კლებისა და მატების ციკლები და უკვე აღარც ნებისყოფა აქვთ ამ სწორი კვების. 

რატომ იწვევს ეს პრეპარატები კუნთოვანი მასის შემცირებას?

ეს არის კუნთოვანი მასის დეფიციტი, როგორიც არის სარკოპენია, როდესაც წონის კლებას ყოველთვის თან ახლავს ცხიმის და კუნთის დაქვეითება, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არასრულყოფილად არის მიწოდებული ცილოვანი კომპონენტები და ეს ფიზიკური დატვირთვა, კვლევები აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ფეხით სიარული, რასაც ადრე მოვუწოდებდით პაციენტს, რომ ნუ 150 წუთი დღეში სიარული და დღეს უკვე აერობულ რეზისტენტულ ვარჯიშებზე ვაკეთებთ აქცენტს, რომელიც კუნთის მასის შენარჩუნებაში გვეხმარება. რაში გვჭირდება ეს კუნთი? სარკოპენიას რა ახლავს? ის, რომ რაც მეტი კუნთი აქვს ადამიანს, მით მეტი კალორიის მიღება შეუძლია, ბაზალური მეტაბოლიზმი უფრო მაღალია და ამით განსხვავდებით კაცები და უფრო მეტის კვება შეგიძლიათ ჩვენგან განსხვავებით, თქვენ უფრო მეტი კუნთი გაქვთ, ჩვენ არა გვაქვს. სწორედ ამიტომ, რომ არ დაიკარგოს კუნთი ამ მედიკამენტის ფონზე აუცილებელია ცილით მდიდარი საკვები, ყოველთვის აქცენტი კეთდება წონიდან გამომდინარე 1,2 1,6 გრამ ცილაზე გადაანგარიშებით რომ აი, იმდენი ცილა უნდა მიიღოს პაციენტმა. პროტეინის დანამატები საჭიროა, მადა არ აქვს და როგორ მიირთვას? 

არიან ახალგაზრდა გოგოები, როდესაც მოდიან ამ სოციალური ქსელებით დაწყებული, როდესაც ნამდვილად არ სჭირდებოდათ, უნდათ, ექიმისგან მიიღონ დასტური, რომ გაიკეთონ ეს წამალი და არანაირი ჩვენება არა აქვს, რომ მართლაც ესთეტიკაა მისთვის, ის 5 კილოგრამი, რომ კარგად იყოს. 

გულისრევა, გაუწყლოება, ელექტროლიტური ცვლის დარღვევა, ფაღარათი თუნდაც და ძლიერი საერთოდ სისუსტე და თუნდაც ის, რომ დოზის ადეკვატური მატება ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს და არა რუტინულად, რომ აი, ოთხი კვირის შემდეგ გაზარდე დოზა...“, - ამბობს თამარ შერვაშიძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნიშნების ჩამონათვალი, რომლებმაც ჩიყვის არსებობაზე უნდა დაგაეჭვონ - რა გავლენა აქვს ფარისებრ ჯირკვალს სხვადასხვა ორგანოზე

⭕27 ნოემბერი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღეა - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი

🎥 „არ დახარჯო ფული პრესტიჟსა და „მარიაჟობაში“ - რას ამბობს ფინანსისტი დავით აბაშიძე

✕