Digest Logo

🎥 რა თანხა გადაუხადეს ზაზა კოლელიშვილს „ნატვრის ხესა“ და „კუკარაჩაში“ შესრულებული როლებისთვის

1785487602
ზაზა კოლელიშვილი

თენგიზ აბულაძის გენიალურ ფილმში „ნატვრის ხე“ (1976 წელი), ცნობილი ქართველი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი შეთეს როლს ასრულებს.

ეს როლი მსახიობისთვის სადებიუტო და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ (1977 წლის სექტემბერი), მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

იგი პოდკასტის „შანტრაპა“ სტუმარი იყო, სადაც ის თანხა დაასახელა, რაც „ნატვრის ხესა“ და „კუკარაჩაში“ გადაღებებზე გადაუხადეს:

„ნატვრის ხეზე“ დღეში ვიღებდი 7,30 მანეთს. 

ლიკა იღებდა 13 მანეთს. სოსოც 13 მანეთს. 

მე მთელი წლის ნაშრომი ავიღე 700 მანეთი. მაშინ 700 მანეთად „ზაპოროჟიეს“ იყიდდი. 

„კუკარაჩაში“ ავიღე 3 000 მანეთი, ორ კვირაში, მაგრამ მთელი წელიწადი 3-3 ათასს ვიღებდი ყოველ სამ თვეში ერთხელ, რადგან 57 000 000-მა ნახა და ყოველ 5 000-ზე პრემიებს გვიწერდნენ ხოლმე და ერთი წლის შემდეგ რუსებმა ჩაგვიხსნეს პრემიები, რადგან ბევრს ვიღებდით. 

მარტო საბჭოთა კავშირში 1 000 კლუბი წარმოიდგინე, სადაც გადიოდა 50 კაპიკად და მთელ ევროპამ, აღმოსავლეთ ევროპამ, ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა ნახეს, ირანმა, ეგვიპტემ ნახა. ძალიან ბევრი ფული მოიტანა“, - ამბობს ზაზა კოლელიშვილი. 

ვრცლად, ვიდეოში👇

ასევე დაგაინტერესებთ:

„ემოციური კომფორტი პირდაპირ კურნავს ფიზიკურ სხეულს...“ - 31 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 31 ივლისს? - დღის ასტროლოგიური ენერგიები

🎥 „ბევრჯერ ხელი შემიშალა, მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ... 15 ზაზას მოვუგე ომი, სხვადასხვანაირებს“ - ზაზა კოლელიშვილი ალკოჰოლთან დამოკიდებულებაზე