თენგიზ აბულაძის გენიალურ ფილმში „ნატვრის ხე“ (1976 წელი), ცნობილი ქართველი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი შეთეს როლს ასრულებს.
ეს როლი მსახიობისთვის სადებიუტო და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ (1977 წლის სექტემბერი), მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.
იგი პოდკასტის „შანტრაპა“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებასა და კარიერაზე გულწრფელად ისაუბრა. გარდა ამისა, მსახიობმა ალკოჰოლთან დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება:
„ახლა მივხვდი, 60 წლის ასაკში, რომ ჩვენ დაბრკოლებებს ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენ თავს, რომ ზოგჯერ წავაგოთ, ზოგჯერ ჯერ ფონს გავიდეთ, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაწყნარდე. როდესაც შენ თავთან დამარცხდები, აი, მაშინ არის ყველაზე დიდი ტრაგედია. როდესაც შენ თავს განაწყობ არა ეგოისტურად, არამედ იმით, რომ ღირს ჩიტი ბდღვნად და ეს ჩიტი შენვე ხარ, შენ ჩაიგდე თავი ამ მდგომარეობაში.
დალევამ იმდენი შემიშალა მე ხელი, იმდენად ბევრჯერ წამოვეგე ჩემი თავის მიერ დაგებულ ანკესზე, რომ ვიცოდი, რომ მახეა, რომ ან მერე უნდა ვყოფილიყავი დეგენერატი, ან უნდა ვყოფილიყავი ის რაც დღეს ვარ!
მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ, იმიტომ, რომ 15 ზაზას მოვუგე ომი მე, სხვადასხვანაირებს. ხელახლა რომ შემეძლოს, არ ვიტყუები შვილებს ვფიცავ, ხელახლა რომ შემეძლოს მე ამის გავლა, რომ მომისაჯო კიდე გავივლი.
თვითკმაყოფილი კი არა, აი, ისევ ჩემი თავის შესაგინებლად ვიყენებ ხოლმე, რომ შე კაი დედმამიშვილი თუ ესენი შეგეძლო რაღას გააწამე სხვაც და შენც რატო გაწამდი“, - ამბობს ზაზა კოლელიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: