Digest Logo

🎥 „რა უფლება გვაქვს ავკრძალოთ“ - როგორ უყურებს ეკლესია ასტროლოგიასა და ტაროს? გურამ ოთხოზორიას განმარტება

1779873674
გურამ ოთხოზორია

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, მოძღვარმა გურამ ოთხოზორიამ „იუთუბის“ პოდკასტში სტუმრობისას კიდევ ერთ აქტუალურ თემაზე ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ უყურებს ეკლესია ასტროლოგიას, ეზოტერიკასა და ტაროს გაშლას.

სასულიერო პირის განცხადებით, ქრისტიანისთვის აღნიშნული საკითხები აქტუალობას ბუნებრივად კარგავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს რაიმე უნდა აეკრძალოს.

მისივე თქმით, ეკლესია პატივს სცემს თითოეული ადამიანის არჩევანს და აკრძალვის მომხრე არ არის, თუმცა მორწმუნემ გონება უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე უნდა მიმართოს:

- არის თუ არა ეზოტერიკა და ტაროს გაშლა ცოდვა. როგორ უყურებს ეკლესია ასტროლოგიას?

გურამ ოთხოზორია: „თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ეს კითხვა ავტომატურად უნდა გამოირიცხოს. ყველა ეს საშუალება ქრისტემდე მიმყვანი გზა იყო. გაიხსენეთ, ქრისტეს შობისას თავდაპირველად მოგვები მოვიდნენ — ისინი სწორედ ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ, ვარსკვლავებით მსჯელობდნენ და სწორედ ვარსკვლავი გახდა მათთვის მაცხოვრის შობის მაუწყებელი.

მაგრამ ქრისტე თავად არის მზე. როდესაც მზე ამოდის, იქ ვარსკვლავები საორიენტაციოდ აღარ გვჭირდება. ეს ყველაფერი მანამ ხდებოდა ბნელში, სანამ ქრისტე მოვიდოდა, რადგან მისი სახით ჩვენში უდიდესი ნათელი შემოვიდა.

ასტროლოგია, ეზოტერიკა და მსგავსი მიმართულებები ქრისტიანებს აღარ გვეხება, რადგან ქრისტემ ჩვენი გონება უნდა გაანათოს. ვინც ამ ძველ პარადიგმაშია, ეს მისი საქმე და მისი გადასაწყვეტია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, ვინმეს რამე ავკრძალოთ? თუმცა, თუ ეკლესიაში ვართ და ქრისტეს ნათლით ვართ განათებულები, ეს ყოველივე ჩვენთვის უბრალოდ ზედმეტი ხდება“,- აღნიშნავს სასულიერო პირი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მოძღვარი გურამ ოთხოზორია: მარხვასა და ლოცვაზე შეკითხვის დასმას ავკრძალავდი, ეს ისეთივე ინტიმურია, როგორც ცოლქმრული ურთიერთობა

⭕„რა შეიძლება ვუწოდოთ ამ სილამაზეს?!...“ - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში ამჯერად ტაბაწყურის ტბა მოხვდა

⭕ Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა