26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა, პორტუგალიასთან მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა, საქართველომ შეძლო პორტუგალიის დამარცხება და ანგარიში 2:0 დასრულდა.
თამაშის დაწყებამდე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა დაწერა სტატუსი თუ საქართველო მოიგებდა, ისეთ რაღაცას გააკეთებდნენ, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ. მაგალითად, ზოგი წერდა: „გავთხოვდები“, „ცოლს მოვიყვან“, „თმას გადავიპარსავ“ და ა.შ
ერთ-ერთი ვინც მსგავსი შინაარსის სტატუსი დაწერა მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი იყო, რომელმაც საზოგადოებას ჰკითხა რას მოისურვებდნენ, თუ საქართველოს ნაკრები მოიგებდა, რომ მას გაეკეთებინა.
ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ კომენტარებში დაუწერა, რომ სოლო კონცერტი ჩაეტარებინა ბაღდათში, რაზეც სტეფანე დათანხმდა.
„ბევრი კომენტარი იყო, წარმოუდგენელ რაღაცებს მწერდნენ, ბოლოს გიორგი ცაავამ მითხრა, რომ ბაღდათში უნდოდა კონცერტი ჩამეტარებინა, რაზეც დავთანხმდი.
მთელი ბენდით ჩავალთ ბაღდათში და იქნება კონცერტი, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
გიორგი უშიკიშვილმა მითხრა, რომ ჩაკრულო მემღერა მასთან ერთად რაც ჩემთვის ფანტასტიკის ტოლფასი იყო“, - ამბობს სტეფანე მღებრიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად
⭕ „უნიჭიერესი და ულამაზესი ხარ“ - ხატია ბუნიათიშვილი წითელ კაბაში პოზირებს