Digest Logo

🎥 რამ გადააწყვეტინა ციცინო შურღაიას გასახდომი პრეპარატის გამოყენება?

1793824557
ციცინო შურღაია

მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.

სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:

„მე არასდროს ვყოფილვარ მსუქანი, გააჩნია ვისთვის რა არის სიმსუქნე. ჩემთვის 70 კილო არის მეორე ხარისხის სიმსუქნე. 78 კილოზე მეტი არასდროს ვყოფილვარ. 

70 კილოგრამზე მქონდა ღვიძლის მთლიანად გაცხიმოვნება და იყო საშიშროება, ღვიძლის ფუნქციები დარღვეულიყო. 

როცა მსუქანი ვარ, საოპერაციო მაგიდას უბრალოდ ვერ მივწვდები, ვერ ვიმოძრავებ.

რაც შეეხება პრეპარატს, კარგია თუ არა? გააჩნია ვის ხელშია ეს პრეპარატი. მე მომხმარებელი ვარ, დიდ დოზას მე არ ვიღებ, 10 კილო დავიკელი, ახლა 60 კილო ვარ და გენიალურად ვგრძნობ თავს“, - ამბობს ციცინო შურღაია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო, მქონდა საშინელი ტკივილები, გავიკეთე ოპერაცია“ - რას ამბობს თამთა ბეგიაშვილი გასახდომ პრეპარატზე

🎥 „ჯამში დავიკელი 32 კილო, მირჩევნია, გამოვიყენო რაღაც დამხმარე ხელსაწყო და არ ვიყო სტრესში“ - ნინა სუსლოვა

⭕„იყავი მყუდრო გარემოში, აღიდგინე შინაგანი ძალები“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕