მიუხედავად იმისა, რომ კვერცხის წარმოების სტატისტიკა წელს საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალია, ბოლო კვირების განმავლობაში, მომხმარებლები დეფიციტზე ალაპარაკდნენ.
იმპორტის შემცირებამ კვერცხი სარეალიზაციო დახლებზეც შეამცირა. მას შემდეგ, რაც საწარმოებმა და საცხობებმა იმპორტირებული პროდუქტი ვეღარ შეიძინეს, გაიზარდა მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციაზე. ადგილობრივ ფერმებს წარმოებაც დიდი აქვთ და მარაგიც, მაგრამ მოკლე დროში დახლების შევსების ორგანიზების პრობლემა შეიქმნა.
ფაბრიკებში ვერსიას, რომ კვერცხს ფრინველის ჭირის გამო ვეღარ აწარმოებენ, უარყოფენ.
ფრინველის ვირუსი რომ არც გეგმური და არც არაგეგმური შემოწმებისას არ გამოვლენილა, ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს კვერცხის მარაგის გაკეთების აუცილებლობაც. თუმცა ვინც ეს უკვე გააკეთა, უნდა იცოდეს, რომ მალფუჭებად პროდუქტს შესაბამისი შენახვის პირობები სჭირდება.
კვერცხი სამაცივრე პირობებში 30 დღის განმავლობაში ინახება, მაცივრის გარეშე - მხოლოდ 21 დღე, მაგრამ ეს პროდუქტი სასარგებლო თვისებებს მხოლოდ 7 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ, შევიძინოთ ახალი კვერცხი და მხოლოდ ის რაოდენობა, რაც რეალურად გვჭირდება. მეფრინველეები კი გვპირდებიან, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტი არ შეიქმნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დამეგობრდნენ, თითქმის 4 თვე დაგვჭირდა ამისთვის“ - ქეთი ხატიაშვილი შვილების ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „ეს ნიღაბი თითქოს ჩემი წინაპარია“ - გიორგი გილიგაშვილი პროექტზე „ვინ ვინ არის“
წყარო: rustavi2.ge