Digest Logo

რამ გამოიწვია შოვის ტრაგედია - უცხოელი სპეციალისტების მომზადებული საბოლოო დასკვნა ცნობილია

1708082483
შოვის ტრაგედია

რამ გამოიწვია შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური მოვლენები - უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მომზადებული საბოლოო დასკვნა უკვე ცნობილია.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ნერგეეთში კლდიდან ზვავის ჩამოშლა უხვმა ნალექმა განაპირობა.

რაც შეეხება შოვში განვითარებულ მძიმე პროცესებს, ირკვევა, რომ საბოლოო დასკვნა პირველადი დასკვნის იდენტურია, რაც ადასტურებს, რომ მდინარე ბუბის ხეობაში წყლის დაგუბებას ადგილი არ ჰქონია. 

შვეიცარიელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სარეკომენდაციო ნაწილსაც შეიცავს. სპეციალისტების განმარტებით, გლობალური კლიმატის პირობებში, მეწყრული პროცესების მომატების რისკი არსებობს და სწორედ ამიტომ უნდა შემუშავდეს ახალი მიდგომები.

მათივე თქმით, პრევენციისთვის მხოლოდ განგაშის ნიშანი ვერ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, რადგან მათივე განმარტებით, შოვშიც და ნერგეეთშიც კვლავ არსებობს საფრთხე, რომ მეწყრული პროცესი განვითარდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ლიზა ჩიჩუა დუბაიში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს

⭕ „უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა! ბერიკ, გამაგრდი ძმაო“- გია ბაღაშვილის მილოცვა ზურა ბერიკაშვილს

🎥 „ულამაზესი, საოცარი...“- ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ნანუკა გუდავაძე კარნავალზე

წყარო: imedinews.ge