„ტრავმა შიზოფრენიის გამომწვევ მიზეზად არ შეიძლება ჩავთვალოთ. პირველი ეს არის გენეტიკა, ძალიან მაღალი შეჭიდულობა აქვს ამ დაავადებას, მაგალითად, ერთი მშობლის შემთხვევაში დაახლოებით 10-15% არის ალბათობა, რომ შვილსაც ჰქონდეს.
ორივე მშობლის დიაგნოზის შემთხვევაში ეს პროცენტი 40-50-მდე იზრდება. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გენეტიკაში დაავადებისკენ მიდრეკილების, მაგრამ არ გამომჟღავნდეს“, - ამის შესახებ ფსიქიატრმა და პროფესორ გუგა სიხარულიძემ გადაცემაში „შენი დილა ისაუბრა“.
რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ამ დაავადების გამომჟღავნება?
1) მარიხუანა
„30-ჯერ ზრდის შანსს, რომ ადამიანს ფსიქოზი ან შიზოფრენია დაემართოს.
სქესთან მიმართებაში ოდნავ განსხვავებულია. როგორც წესი, მამრობით სქესში უფრო ადრე ვლინდება ეს დაავადება, 18-30 წლის ასაკში. მდედრობით სქესში ოდნავ უფრო გვი
ითვლება, რომ ამ დაავადების დაწყება და აღმოცენება 35 წლის შემდეგ არ ხდება.
დიაგნოსტიკას რაც შეეხება, ვიყენებთ ორ კლასიფიკაციას. ერთის შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში იძლევა საშუალებას 1 თვეში დაისვას დიაგნოზი, მეორე შემთხვევაში 6 თვე მიმდინარეობს დაკვირვება“, - განაცხადა გუგა სიხარულიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სურვილი ნათქვამი არ არის, რეალობა ხდება“ - რა აჩუქა თათია შარანგიას ქმარმა
🎥 როგორ აღნიშნა ნიცა თავაძემ 8 მარტი, რომელიც ქმრის თამაშს ესწრებოდა