Digest Logo

🎥 რამდენად მნიშვნელოვანია დროული აცრა, რატომ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ბავშვები და რისკჯგუფები? - ხათუნა ზახაშვილი

1795424253
გრიპის ვირუსი

💉 საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.

📌 რამდენად მნიშვნელოვანია დროული აცრა, რატომ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ბავშვები და რისკჯგუფები და როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსით გამოწვეული გართულებები? აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი და პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობენ👇

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადების პრევენციის პირდაპირი და ეფექტიანი საშუალებაა. ვაქცინაცია ყოველწლიურად არის რეკომენდებული, რადგან გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება და ერთი ტიპის ვირუსით
ინფიცირება სხვა ტიპებისგან არ გვიცავს.

გრიპი სხვა რესპირაციული ვირუსებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ადამიანს მისი გადატანა წელიწადში რამდენჯერმეც შეიძლება მოუწიოს. დაავადება ზოგ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, გართულდეს, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება.

თუ ერთი ტიპის გრიპის ვირუსს გადავიტანთ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპებისგან დაცულები ვართ. შესაბამისად, ერთი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გრიპით განმეორებითი ინფიცირება“, - აღნიშნა
ხათუნა ზახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სავსემთვარეობა, მოულოდნელი ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 23-29 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 „აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ემოციური ფონი!“ - როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს? ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „სიყვარულის დროა, ასეთი პერიოდი თვეში ერთხელ გვაქვს“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

✕