მხატვარი, კერამიკოსი, მეთუნე - გოჩა კახობერაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები გამოეხმაურნენ.
„გოჩა, ჩვენო კეთილო, ნიჭიერო, გამორჩეულო ადამიანო, ძალიან სამწუხაროა შენი ნაადრევად გადანაცვლება სამუდამო სასუფეველში, უფალმა გააძლიეროს შენი ლამაზი ოჯახი.
რამდენი სამახსოვრო რამ დამიტოვე შენი ხელით შექმნილი.
შეხვედრამდე, ძმაო. ღმერთმა გაგანათლოს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
შორენა ბეგაშვილი ამსტერდამში მოგზაურობს - ტელეწამყვანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს