– შენი ყველაზე ცუდი საქციელი?
– ბევრია (იცინის). არაერთხელ გამიკეთებია რაღაც ისეთი, რაც მერე მინანია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ბათუმის ბულვარში გოგო ვათრიე თმით. კლუბიდან მოვდიოდი და ბულვარში შემხვდა. რეპლიკებს ისროდა ჩემ მიმართ და მოთმინება დამაკარგვინა. კამერით ელაპარაკებოდა ვიღაც ბიჭს და ჩემი თავი დაანახვა. იმ ბიჭმა კომპლიმენტები თქვა ჩემზე, მგონი, ეს გოგო დაიბოღმა და რაღაც არასასიამოვნო რეპლიკების კეთება დაიწყო.
– რას იზამ, თუ საუკეთესო მეგობარი გეუბნება, რომ შენი ბიჭი მოსწონს?
– ჩემი საუკეთესო მეგობარი მაგას არასდროს მეტყვის. მე არ მყავს ასეთი მეგობრები. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებთანაც ბევრი წელია, ვმეგობრობ. გუშინ არცერთი არ გამიცნია და გამორიცხულია ასეთი რამ. მოგზაურობისას ერთადაც გვიძინია მე, ჩემს დაქალსა და ჩემს ქმარს. მე ზღვაზე წავსულვარ და ამათ ერთად ეძინათ. თუმცა, მსგავსი ფიქრი თავში აზრადაც არ გამივლია, რადგან ვიცი, როგორი მეგობრებიც მყავს.
– რისი კეთება გსიამოვნებს ყველაზე მეტად და პირიქით?
– თუ კეთებაზეა საქმე, ყველაფერზე მეტად ფულის კეთება მსიამოვნებს (იცინის). არ მსიამოვნებს, როცა რაღაც გეგმას უნდა მიყვე ან ვიღაცას უნდა დაექვემდებარო. გაწერილი გრაფიკი, რეჟიმი და ვალდებულებები არ არის ჩემი, ამას ჭკუიდან გადავყავარ. არ ვიცი, დილით რა ხასიათზე გავიღვიძებ, ამიტომ ძალიან ბევრ გადაღებაზე ვამბობ უარს. არ მიყვარს თავის შეწუხება. მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის შეიძლება, შევიწუხო თავი. შრომისმოყვარე ტიპი არ ვარ. ფულის კეთება კი მიყვარს, მაგრამ შრომა – არა (იცინის). თუმცა, კარგი შემოსავლისთვის აუცილებელი არ არის შრომით თავი მოიკლა, როცა უკვე შენი ნიშა გაქვს. აბა, რისთვის ვიშრომე წლები? უამრავი კომპანიაა, რომელსაც უნდა, რეკლამა გავუკეთო, თუმცა, ზოგჯერ ეგეც მეზარება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge