Digest Logo

🎥 „რამდენმა მშობელმა იცის, რომ ChatGPT-ს აქვს ფუნქცია, რითაც შეუძლია აკონტროლოს რას წერს მისი შვილი?“ - ლიკა საჯაია

1793279919
ლიკა საჯაია

სამართლის დოქტორი, იურიდიული სწავლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა საჯაია „თანამედროვე სამართლის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც პერსონალურ მონაცემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მის დაცვაზე ისაუბრა.

გაიგეთ, რას ნიშნავს პერსონალური მონაცემები, რა უფლებები აქვს მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალური მონაცემები სხვადასხვა სექტორში 👇

„ChatGPT სულ ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ინახავს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც იქ წერთ. 

თქვენ თუ წაშალეთ თქვენი ჩატი ცალკეული, იმის შემდეგ კიდევ 1 თვე ინახავს და თუ იმ ერთ თვეში სამართალდამცავმა ორგანომ კანონიერად, სრული მოთხოვნით მიმართა რა თქმა უნდა, უნდა მისცეს ეს ინფორმაცია. 

რამდენმა მშობელმა იცის, რომ ChatGPT-ს აქვს ფუნქცია, რითაც შეუძლია აკონტროლოს რას წერს მისი შვილი? სპეციალური ველი აქვს, „მშობლის კონტროლი“. 

ერთის მხრივ, მარტო კანონი კი ვერ უშველის იმას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უხეშად არ დაარღვიოს ჩვენი უფლებები, ამას უნდა ცნობიერების ამაღლებაც.

ამას წინათ მითხრეს, ექიმები ანალიზს, თავისი სახელი, გვარით pdf ფაილებს უგზავნიან ChatGPT-ს და ეკითხებიან რჩევას. განა ცუდია, რომ ექიმი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, მაგრამ როგორ შეიძლება პაციენტის პირადი ნომრით ატვირთო? 

ცალკეულ პროფესიებში უნდა ტარდებოდეს ტრენინგები, ადამიანების ცნობიერება უნდა ამაღლდეს. უნდა იცოდნენ, ეთიკურად და სამართლებრივად სწორად, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი“, - ამბობს ლიკა საჯაია.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი შუადღის ძილზე უარს ამბობს? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს

⭕„5 თვის გახდა ჩვენი იესე, პატარა სასწაული“ - დუეტი „ლეონი“ შვილზე

🎥 სიგნალები, რომელსაც შეიძლება არ ამბობდე, თუმცა შენი სხეული, მიმიკა და ქცევა გამოხატავდეს - ფსიქოლოგის მიმართვა

✕