Digest Logo

🎥 სიგნალები, რომელსაც შეიძლება არ ამბობდე, თუმცა შენი სხეული, მიმიკა და ქცევა გამოხატავდეს - ფსიქოლოგის მიმართვა

1793271702
ნინი ჭაჭია

შეიძლება ამბობდე „მომწონხარ“, მაგრამ სახეზე გეწეროს „არ გამეკარო“.

ურთიერთობაში ჩვენ მხოლოდ სიტყვებით არ ვსაუბრობთ, სიგნალია მზერა, ხმის ტონი, სხეულის პოზა და სახის გამომეტყველება. 

შეიძლება ისე ნერვიულობდე, რომ რეალურად ცივი ჩანდე. გრცხვენოდეს და თვალს არიდებდე, მეორე კი ამას ინტერესის ნაკლებობად კითხულობდეს. თავს იცავდე ირონიით, ხოლო მას კი დამცირებად მოეჩვენოს. 

ადამიანები იშვიათად გვეკითხებიან, სწორად გაიგეს თუ არა ჩვენი სიგნალები. უბრალოდ აკეთებენ დასკვნას და შესაძლოა უკანაც დაიხიონ.

მნიშვნელოვანია არამხოლოდ მე რას ვგრძნობ, არამედ რას აგრძნობინებ მეორეს. ხშირად ურთიერთობა სწორედ იქ ვერ იწყება, სადაც შენი გრძნობა და სიგნალი ერთმანეთს არ ემთხვევა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საუკეთესო დროა რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია“ - ნოემბრის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „ნუ ცდილობთ, გადაარჩინოთ ემოციურად დაზიანებული ადამიანები“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 საიდან გავრცელდა გინება საქართველოში და რა გავლენას ახდენს ბილწსიტყვაობა ბავშვზე - ზურაბ ვახანიას განმარტება

✕