Digest Logo

„რამხელა რისკზე მიდის ადამიანი „ჩვეულებრივი ქართული ქეიფის“ დროს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობით...“ - მაია ბუწაშვილი

1763282965
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ალკოჰოლის შესახებ წერს. მისი თქმით, პაციენტები ხშირად ვერ ხვდებიან ალკოჰოლის გადაჭარბებულ დოზას, რაც ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზია:

„თითქოს ყველამ იცის ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას ალკოჰოლის რაოდენობაზე აშკარად არასწორი წარმოდგენა აქვს. მაგალითად, როდესაც პაციენტს ვეკითხები, ჭარბად მოიხმარს თუ არა ალკოჰოლს, პასუხი თითქმის ყოველთვის არის „არა“ (და იქვე დააყოლებენ ხოლმე, ლოთი კი არა ვარ, ქართული ქეიფი მიყვარს). კარგად რომ ჩაეკითხები, ალკოჰოლის ისეთ რაოდენობებს ასახელებენ, რომ ყველა კრიტერიუმით ჭარბი კი არა, კიდევ უფრო მეტია.

ხშირად ასევე აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის მიღება კი არ უნდათ, უბრალოდ „უწევთ“ და ეს „უწევთ“ იმდენად ხშირია, რომ მათი ღვიძლის მდგომარეობა, სამწუხაროდ, სახარბიელო არ არის ხოლმე. როცა ღვიძლის ელასტოგრაფიას (ფიბროსკანს) იკეთებენ, იქ მაღალი ფიბროზის (დაზიანების) მაჩვენებლები გვხვდება, ხშირად ციროზიც.

როდესაც ამას ვუხსნით, მთავარი სადარდებელი ის არის, „რამდენ ხანს ვერ დავლევ“. არადა, აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ერთი ან ორი თვე ვერ დალევს, მთლიანად უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი.

მიუხედავად იმისა, რომ არაპოპულარული თემაა (ზოგისთვის „წმინდათწმინდა“), მაინც ვფიქრობ, ხშირად უნდა იყოს კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით, რომ სწორად იყოს გააზრებული, რამხელა რისკზე მიდის ადამიანი „ჩვეულებრივი ქართული ქეიფის“ დროს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობით.

მე, ძირითადად, ღვიძლის მდგომარეობას ვგულისხმობ, თორემ აქ აღარ შევეხები იმ სხვა უამრავ დაავადებას, რომელსაც ალკოჰოლი იწვევს. ალკოჰოლის შესახებ უამრავი მითია ჩვენთან დამკვიდრებული და შემდეგ პოსტებში ვეცდები შევეხო“, - წერს მაია ბუწაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 11 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ინტუიცია უკეთ არის განვითარებული, ვიდრე ადამიანების 90%-ის

⭕ „ნაკრების რამდენიმე მოთამაშემ თავისი რესურსი ამოწურა“ - სანიოლის კომენტარი

⭕„არ ვეთანხმები, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა“ - დე ლა ფუენტეს კომენტარი